Motorola Solutions-ის ოფიციალურ გვერდზე „კომუნიკომის“ წარმატებული პროექტის შესახებ სტატია გამოქვეყნდა!

მოხარული ვართ გაგიზიაროთ, რომ ტექნოლოგიური გიგანტის, Motorola Solutions-ის ოფიციალურ გვერდზე ქართული კომპანიის „კომუნიკომის“ (Communicom) წარმატებული პროექტის შესახებ სტატია გამოქვეყნდა!

სტატიაში დეტალურადაა მიმოხილული, თუ როგორ დანერგა „კომუნიკომმა“, როგორც Motorola Solutions -ის პლატინუმ პარტნიორმა, VB400 მოდელის სამხრე ვიდეოკამერები საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემბედებარებაში მყოფ ეროვნულ სატყეო და სურსათის ეროვნულ სააგენტოებში.

ეს არის აღიარება იმისა, რომ ქართული გუნდი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ტექნოლოგიურ პროექტებს ახორციელებს. პროექტი ხელს უწყობს სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობას და პერსონალის უსაფრთხოებას. Motorola Solutions-ის მიერ ამ ქეისის „წარმატების ისტორიად“ (Success Story) აღიარება ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან როლს რეგიონალურ და გლობარულ ბაზარზე.

პროექტის შესახებ ძირითადი დეტალები:

• პარტნიორობა: პროექტი განხორციელდა Motorola Solutions-ის პლატინუმ პარტნიორის, კომპანია „კომუნიკომის“ (Communicom) მიერ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონსოლიდირებულ ღია ტენდერში გამარჯვების შედეგად.

• მასშტაბი: VB400 კამერები უკვე განთავსებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ორივე სააგენტოს ქვედანაყოფებში.

• მიზანი და სარგებელი: ტექნოლოგიის დანერგვა მიზნად ისახავს თანამშრომლების უსაფრთხოების გაძლიერებას, მუშაობის პროცესში მაღალი ხარისხის მტკიცებულებების შეგროვებას და კამერებისა და რაციების ეფექტურ დაკავშირებას.

ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია უწყებების მუშაობის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის გაზრდისკენ!

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *